ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებისა და გუნდის მენეჯმენტის ნაწილი ილია მეორეს ხვდება

გამოქვეყნდა:

შეხვედრა პატრიარქთან - საფეხბურთო ნაკრების სპორტსმენებისთვის ევროპის ჩემპიონატზე წარმატებული გამოსვლის მილოცვები გრძელდება. ნაკრები, სპორტსმენებისა და გუნდის მენეჯმენტის ნაწილი ამ წუთებში წითელსოფელში მდებარე კათოლიკოს პატრიარქის-საზაფხულო აგარაკზე იმყოფებიან. 

მის უწმინდესობასთან შეხვედრის სურვილი თავად სპორტსმენებმა გამოთქვეს, რომლებმაც უდიდესი დადებითი ემოციები მოუტანეს ქვეყნის მოქალაქეებს თავისი საფეხბურთო მიღწევით. ჩვენი ინფორმაციით, წითელსოფელში კათოლიკოს-პარტიარქის გარდა შეხვედრას სინოდის წევრებიც დაესწრებიან.

ავტორი: ნინი ჟიჟიაშვილი

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი