გორში გარდაცვლილი პილოტის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა | თავდაცვის მინისტრის თქმით, მომხდარის მიზეზს გამოძიება დაადგენს

გამოქვეყნდა:

გორში სამხედრო პილოტის კახა ზურაბაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა საქართველოს პრეზიდენტმა. გორში ქვეყნის მთავრობის და პარლამენტის ხელმძღვანელები და თავდაცვის მინისტრი იმყოფებოდნენ. ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიება კი ამ დრომდე გრძელდება. ნაპოვნია შავი ყუთი, რომლის გაშიფვრაც გარკვეულ დროს მოითხოვს.

თავდაცვის მინისტრს ჟურნალისტების კითხვებზე პასუხები არ გაუცია. ირაკლი ჩიქოვანი მხოლოდ მცირე კომენტარით შემოიფარგლა და თქვა, რომ გამოძიება მიმდინარეობს და საზოგადოება დამატებით დეტალებს სწორედ ამის შემდეგ გაიგებს.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი