ბათუმში პარაშუტის ჩამოვარდნის შედეგად ერთი ტურისტი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა. ინფორმაციას "მთავარი არხის" ვებგვერდს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უდასტურებენ. ცნობილია, რომ ტურისტები უცხოელი ცოლ-ქმარი იყვნენ.
არსებული ინფორმაციით, პარაშუტი ძლიერმა ქარის გამო ჩამოვარდა.
დაშავებული კაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.
ამ დროისთვის დეტალები უცნობია.