"ხელფასების ზრდა და სამუშაო პირობების გაუმჯობესება" | "ევოლუშენ ჯორჯიას" თანამშრომლები უვადო გაფიცვას აანონსებენ

გამოქვეყნდა:

"ევოლუშენ ჯორჯიას" თანამშრომლები უვადო გაფიცვას იწყებენ. ისინი ხელფასების ზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. პროტესტი რამდენიმე თვეა მიმდინარეობს, თანამრომლები კომპანიას არასათანადო მოპყრობასა და არასათანადო პირობების შექმნაში ადანაშაულებენ. "ევოლუშენ ჯორჯიას" თანამშრომლებმა უვადო გაფიცვა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც მენეჯმენტის შიდა მიმოწერები სოციალურ ქსელში გასაჯაროვდა.

"თქვენთვის ცნობილია ალბათ ის სქრინები, რაც ამ ბოლო პერიოდში გავრცელდა და ზუსატად ასეთივე დამოკიდებულება იყო ევოლუშენის მენეჯმენტის მხრიდან ამ მოლაპარაკებების განმავლობაში, რაც თქვენ სქრინებში წაიკითხეთ. ევოლუშენი ოპერირებს, იმით რომ ეს არის პირველი სამუშაო სივრცე, თუმცა რეალურად ეს არის სტუდენტების ექსპლუატაციის სივრცე და სწორედ ეს უნდა გამოასწოროს ამ საზოგადოებამ. ჩვენ 12 ივლისს, 12 საათზე, ხელფასების გაზრის მოთხოვნით და ღირსეული სამუშაო პირობებისთვის, ვაანონსებთ უვადო სრულმასშტაბიან გაფიცვას ევოლუშენში." - განაცხადა გიორგი დიასამიძემ, პროფკავშირი "ლაბორის" თავმჯდომარემ.

"ევოლუშენ ჯორჯიას" თანამშრომლების თქმით, ამ საკითხზე თვალის დახუჭვას არ აპირებენ და ბოლომდე გააგრძელებენ ბრძოლას, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

"ჩვენ არ ვართ ის საზოგადოება, ვინც მოითმენს ამ ყველაფერს, ამ დამოკიდებულებასა და ამ პირობებს, დახუჭავს თვალებს და სხვაგანს სამუშაოდ წავა. ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე, სანამ ყველა ჩვენი მოთხოვნა არ იქნება დაკმაყოფილებული. უკან დახევას არ ვაპირებთ, არსად წასვლას არ ვაპირებთ, სანამ პირობები აქ არ გაუმჯობესდება", - ამბობს ერთ-ერთი თანამშრომელი.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი