მედიაზე უპრეცედენტო ძალადობის დღე. 5 ივლისის მოვლენებიდან სამი წელი გავიდა. სწორედ სამი წლის წინ ჟურნალისტებსა და ოპერატორებს დედაქალაქის ქუჩებში ძალადობრივი, ჰომოფობიური ჯგუფები ფიზიკურად გაუსწორდნენ. თავდასხმების შედეგად მედიის 53 წარმომადგენელი დაშავდა. რადიკალი მოძალადეები სასტკიკად გაუსწორდენენ ჩვენს კოლეგას - TV პირველის ოპერატორს, ლექსო ლაშქარავას, რომელიც 11 ივლისს გარდაიცვალა. სასტიკი აგარიშსწორებიდან სამი წლის შემდეგაც კი დაუსჯელები არიან უკანონო დავალების გამცემი მაღალჩინოსნები, ძალადობის ორგანიზების ბრალდებით არცერთი პირი არ არის დაკავებული.