ხულოში მანქანა ხევში გადავარდა | დაიღუპა მოზარდი

გამოქვეყნდა:

ხულოში, ხიხაძირი -  კალოთას დამაკავშირებელ გზაზე  ავარიას მოზარდი ემსხვერპლა, - ინფორმაციას "ბათუმელები" ავრცელებს და წერს, რომ მსუბუქი ავტომობილი ხევში გადავარდა. 

ავარიის შედეგად დაშავდა კიდევ ორი ადამიანი.ისინი კლინიკაში გადაიყვანეს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი