თბილისში მაღაზია გაძარცვეს | წაღებულია სიგარეტები

გამოქვეყნდა:

თბილისში, ჩუბინაშვილის ქუჩაზე მაღაზია გაძარცვეს. როგორც ობიექტის თანამშრომლები ამბობენ, შემთხვევა, სავარაუდოდ, გამთენიას მოხდა. მათი ინფორმაციით, წაღებულია სიგარეტები. 

ცნობილია, რომ ობიექტის კარზე შუშაა ჩამსხვრეული და, სავარაუდოდ, სწორედ აქედან შეაღწიეს მაღაზიაში თავდამსხმელებმა.

ამ დროისთვის დამატებითი დეტალები უცნობია და მის დაზუსტებას ვცდილობთ.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი