"ჩვენ გვყავს არაჩვეულებრივი ახალგაზრდები, რომლებმაც სტადიონის ნაწილი დაალაგეს" | პრეზიდენტი ბათუმელ მოხალისეებს შეხვდა

გამოქვეყნდა:

საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება საქველმოქმედო ორგანიზაცია "სადაგის" წამოწყებას, რომლის ორგანიზებითაც ბათუმის სტადიონზე საქართველოსა და ფიჯის რესპუბლიკის რაგბის ეროვნული ნაკრებების მატჩის შემდეგ, დასუფთავების აქცია გაიმართა.

პრეზიდენტი ბათუმელ მოხალისეებსა და ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა და ამ წამოწყებისათვის მადლობა გადაუხადა. 

"დღეს მატჩი ვერ მოვიგეთ. ყოველთვის ვერ გავიმარჯვებთ, მაგრამ მაინც გამარჯვებულები ვიქნებით, რადგან ჩვენ გვყავს არაჩვეულებრივი ახალგაზრდები, რომლებიც დღეს გავიცანი და რომლებმაც ამ სტადიონის ნაწილი დაალაგეს და შემდგომშიც გააგრძელებენ. და ეს არის ის არაჩვეულებრივი მოქალაქეობრივი ნიჭი, რომელიც გვაქვს და ის არაჩვეულებრივი საზოგადოება, რომელიც გვყავს, რაც თავისთავად, ჩვენი გამარჯვებაა. 

ძალიან დიდი მადლობა ამ პატარებს, დიდებსა თუ ახალგაზრდებს. ეს არის ჩვენი მომავალი საზოგადოება, რომელიც არის შეგნებული, შემართებული და ყოველთვის გაიმარჯვებს", - განაცხადა პრეზიდენტმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი