85 წლის პენსიონერს თანხა თაღლითურად მოპარეს | დაზარალებულმა პოლიციას მიმართა, თუმცა კუთვნილ პენსიას ვერ იბრუნებს

გამოქვეყნდა:

თაღლითობის მასშტაბური სქემა, რომლის მსხვერპლი პენსიონერი აღმოჩნდა. 85 წლის ნოდარ გიგოლაშვილი ყვება, რომ მას უცნობი პირები მობილურზე დაუკავშირდნენ და საბანკო რეკვიზიტები თაღლითურად გამოსძალეს, რის შემდეგაც აღმოაჩინა რომ მისი კუთვნილი ანგარიშიდან მაისის პენსია - 418 ლარის ოდენობით, გაქრა. დაზარალებულმა განცხადებით მაშინვე მიმართა პოლიციას თუმცა ამ დრომდე საკუთარი პენსია ვერ დაიბრუნა.

უცნობი პირები დაზარალებულს ერთ-ერთი კომპანიის სახელით გაეცნენ და უთხრეს, რომ ის სიაში იყო და გარკვეული ოდენობის თანხას გადასცემდნენ, რისთვისაც საჭირო იყო, რომ საბანკო რეკვიზიტები გაეგზავნა. 

გიგოლაშვილი თბილისის მთავარ სამმართველოში გადაიყვანეს და ხელწერილი დააწერინეს, თუმცა მას შემდეგ 2 თვეზე მეტი გავიდა და გამომძიებელი არ დაკავშირებია, როგორც მას ეუბნებიან გამომძიებელი საქართველოში არ იმყოფება. 

"ტელეფონში ვკითხულობ განცხადებას, რომ "გაზპრომის" 30 წლისთავთან დაკავშირებით ჩვენ ხალხს ვასაჩუქრებთ 750 ლარით, გამოიყენეთ თქვენი მიზნებისთვის. უნდა გასცეთ ამ შეკითხვებს პასუხიო. ავდექი, ჩავყევი, ხუთი შეკითხვა იყო და ვუპასუხე. გავიდა ნახევარი საათი და ვიღაცა მირეკავს თქვენ ხართ ბაზაში შემოსულიო, სწორად უპასუხეთ ამ შეკითხვასო და თქვენ უნდა დაგეხმაროთ ფულადი რაღაცითო. ციფრები მომეციო, სამი ციფრიო, ხვალ გამოგიგზავნი ამ ფულსო. 8 რიცხვში ირიცხება ჩემი პენსია, 10-ში ჩავედი და ჩემი პენსია არის გადარიცხული TBC ბანკში. ვეკითხები ვინ გადარიცხა და კაზარიანმაო... გავიქეცი ბანკში და პაპა შენი ფული აგერ დევსო, პოლიციის ძალით შეგიძლია აიღოო," - ამბობს გიგოლაშვილი.

გამომძიებელმა ეკატერინე ბიწაძემ, მას შემდეგ, რაც გაიგო, რა საკითხთან დაკავშირებით ურეკავდა "მთავარი არხი", ტელეფონი გათიშა.  

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი