"ოცნება" ირანელ მიგრანტებს ქვეყნის დატოვებას სთხოვს | მათი ნაწილი, სარწმუნოების შეცვლის გამო, მოსალოდნელ არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობს

გამოქვეყნდა:

საქართველოში მცხოვრები ირანელების ნაწილი დახმარებას ითხოვს. მათ, ვინც წლებია საქართველოში არიან, ბინადრობის მოწმობაც აქვთ, მუშაობენ და საკუთარი ბიზნესიც აქვთ, მოულოდნელად საემიგრაციო სამსახურისგან გზავნილი მიიღეს რომ საქართველო დატოვონ. რაც მიგრანტი ირანელებისთვის გაუგებარია; ნაწილმა სასამართლოსაც მიმართა, ნაწილი კი საკუთარი უფლებების დაცვას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში აპირებს. ყველაზე სახიფათოა ის, რომ ირანში დაბრუნების შემთხვევაში მათ უმძიმესი დღეები, პატიმრობა და სასტიკი მეთოდებით მოპყრობა ელოდებათ. რადგან საქართველოში სარწმუნოება შეიცვალეს და ქრისტიანები გახდნენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი