ოკუპანტი ქვეყნის ეროვნული სიმბოლიკა ქართულ ეკლესიაში - სოფელ ორბეთის ტაძარში რუსული გერბი და დროშა კიდია. ფაქტის ამსახველი ფოტო-მასალა თავდაპირველად დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა, ადგილზე გადასამოწმებლად მისულ "მთავარი არხის" ჯგუფს კი ოკუპანტების სახელმწიფო სიმბოლიკა ისევ ადგილზე დახვდა.
მეუფე ანანია კი "მთავარ არხთან" საუბრისას ამბობს, რომ ამ ფაქტზე არაფერი იცის და ეს "შეუძლებელია". კითხვაზე, ექნება თუ არა მას ამაზე რეაგირება კი პასუხობს, რომ "მსგავსი რამეებისთვის ყურადღების მიქცევის მითითება მთავარუხუცესს აქვს".