ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში - არსებული ინფორმაციით, არიან დაშავებულები. შემთხვევა ცოტა ხნის წინ ქალაქის შესასვლელთან მოხდა.
ინფორმაციას "ჩემი ქალაქი მკლავს" ავრცელებს - გავრცელებულ ფოტოზე ჩანს, რომ ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან საპირისპირო მხარეს გადავიდა. სავარაუდოდ, მოანგრია გზის გამყოფი ჯებირი.
დაზუსტება: მოგვიანებით შსს-ში გვითხრეს, რომ მომხდარზე ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო. შემთხვევის შედეგად არავი დაშავებულა.
ფოტო: "ჩემი ქალაქი მკლავს"