Quacquarelli Symonds-ის რეიტინგით, თსუ მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებში 791-ე ადგილზეა

გამოქვეყნდა:

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა Quacquarelli Symonds-ის (QS) მიერ შედგენილ მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების რეიტინგში 2025 წლისთვის, 791-ე ადგილი დაიკავა. საერთო ჯამში, რეიტინგში  1500 უნივერსიტეტია. თსუ სიაში ერთადერთი ქართული უნივერსიტეტია. დასავლეთ აზიის რეგიონში ის მე-18 ადგილზეა, ევროპაში - 390-ზე.

სამხრეთ კავკასიის რეგიონის უნივერსიტეტებიდან - ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი 901-ე ადგილზეა,  ბაქოს უნივერსიტეტი კი 951-ზე.

რეიტინგის შედეგები ეფუძნება 17,5 მილიონი სამეცნიერო ნაშრომის ანალიზს, ასევე მასწავლებლებისა და დამსაქმებლების 240 ათასზე მეტ მოსაზრებას. ავტორებმა გაითვალისწინეს შემდეგი კრიტერიუმები:

  • აკადემიური რეპუტაცია;
  • დამსაქმებლის რეპუტაციის თანაფარდობა სტუდენტებისა და მასწავლებლების მიმართ;
  • მეცნიერების ციტირების ინდექსი;
  • საერთაშორისო მასწავლებელთა თანაფარდობა;
  • უცხოელი სტუდენტების კოეფიციენტი;
  • განვითარების მდგრადობა;
  • დასაქმების შედეგები;
  • საერთაშორისო კვლევითი ქსელი;

მაქსიმალური 100-დან, თსუ-ის საერთო ქულა 22,7-ია. უნივერსიტეტს უმაღლესი შეფასება აქვს კრიტერიუმებში- „დასაქმების შედეგები“ 88,4 და „მასწავლებელ-სტუდენტის თანაფარდობა“ -  73,9.

ტოპ 10 საუკეთესო უნივერსიტეტი კი ასე გამოიყურება:

  1. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი;
  2. ლონდონის საიმპერატორო კოლეჯი;
  3. ოქსფორდის უნივერსიტეტი;
  4. Ჰარვარდის უნივერსიტეტი;
  5. კემბრიჯის უნივერსიტეტი;
  6. სტენფორდის უნივერსიტეტი;
  7. შვეიცარიის ფედერალური ტექნოლოგიური ინსტიტუტი ციურიხი (ETH Zurich);
  8. სინგაპურის ეროვნული უნივერსიტეტი;
  9. ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯი;
  10. კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტი.
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი