ბახტრიონზე ქარმა ამწე მოგლიჯა | მერიის ცნობით, განსაკუთრებული ზარალი მიადგა სამგორის, კრწანისისა და საბურთალოს რაიონებს

გამოქვეყნდა:

გვიან ღამით თბილისში მოსულმა უხვმა ნალექმა, რასაც თან ერთვოდა ძლიერი ქარი, პრობლემები შეუქმნა დედაქალაქს. თბილისის მერიის ინფორმაციით, განსაკუთრებული ზარალი მიადგა სამგორის, კრწანისისა და საბურთალოს რაიონებს.

უამინდობის შედეგად წაქცეულმა ხეებმა დააზიანა სახლები, ავტომობილები და კომუნიკაციები. რამდენიმე მისამართზე ძლიერმა ქარმა სახურავები გადახადა საცხოვრებელ სახლებს.

"მთელი ღამის განმავლობაში, ყველა პრობლემურ ადგილზე, იმყოფებოდნენ მერიისა და გამგეობების წარმომადგენლები, შინაგან საქმეთა საგანგებო
სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად. გაწმენდილია წაქცეული ხეებით ჩახერგილი გზები, მიმდინარეობს ზარალის
აღრიცხვა. საჭიროების შემთხვევაში, მოქალაქეებს შეუძლიათ, დარეკონ მერიის ცხელ ხაზზე: 2 72 22 22 ან დაუკავშირდნენ შესაბამისი რაიონის გამგეობას." ნათქვამია მერიის ინფორმაციაში

ბახტრიონის ქუჩაზე ძლიერი ქარის შედეგად, ამწეკრანის ნაწილი მოგლიჯა, რომელიც მანქანას დაეცა. როგორც სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, ამწეს მეხი დაეცა. 

სტიქიის შედეგად, არავინ დაშავებულა.  

 

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი