პაციენტი შემოყვანილია ცეცხლნასროლი ჭრილობით; დღეს, ან ხვალ შედგება რეკონსტრუქციული ოპერაცია | ექიმი კურიერის მდგომარეობაზე

გამოქვეყნდა:

ხეჩინაშვილის სახელობის საავადმყოფოში ამბობენ, რომ "გლოვოს" კურიერს წინასაოპერაციო კვლევები უტარდება და დღეს, ან ხვალ რეკონსტრუქციული ოპერაცია ჩაუტარდება წვივის და ტერფის მიდამოში: 

"პაციენტი შემოყვანილია ცეცხლნასროლი ჭრილობით ორივე წვივის და ტერფის მიდამოში. ჭრილობები სისხლმდენი იყო, მოხდა პირველადი ქირურგიული დამუშავება, ჭრილობა გამავალია, ტყვიის არსებობა იქ არ დადასტურდა კტ და რენდგენოლოგიური კვლევებით, მზადდება პაციენტი, წინასაოპერაციო კვლევები უტარდება და სავარაუდოდ დღეს, ან ხვალ უკვე შედგება რეკონსტრუქციული ოპერაცია წვივის და ტერფის მიდამოში." ამბობს ექიმი.

შეგახსენებთ, რომ თავდასხმა 6 ივლისს ნუცუბიძის ქუჩაზე, საღამოს მოხდა. თემო სიგუას თავს შეკვეთის მიტანის შემდეგ დაესხნენ. როგორც ირკვევა, შეკვეთას ერთი ბოთლი ლუდი აკლდა, რის გამოც 8 ადამიანი კურიერს ფიზიკურად გაუსწორდა. მას ორივე ფეხის არეში სამი ჭრილობა აქვს მიყენებული. 

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს. თავდამსხმელები ამ დრომდე არ დაუკავებიათ. 

 

"მთავარი არხის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი