"ცხოველთა უფლებები ირღვევა" | უფლებადამცველები მუნიციპალური თავშესაფრის ხელმძღვანელის გადადგომას ითხოვენ

გამოქვეყნდა:

ცხოველთა უფლებადამცველებმა  მუნიციპალურ თავშესაფართან საპროტესტო აქცია გამართეს და  თავშესაფრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გადადგომა მოითხოვეს.  აქციაზე შეკრებილები ამბობენ, რომ თავშესაფარში მიუსაფარ ძაღლებს გაუსაძლის პირობებში ამყოფებენ და ცხოველები ანტისანიტარიაში, უწყლოდ არიან. გარდა ამისა, აქციის მონაწილეები მიუსაფარი ცხოველების დაკარგვის ფაქტებზეც საუბრობენ და ეჭვობენ, რომ  მონიტორინგის სამსახური მიკედლებულ ძაღლებს ქუჩიდან იტაცებს და ქალაქიდან მოშორებით, უკაცრიელ ადგილზე გაჰყავს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი