ფეხბურთი გვაერთიანებს | ზეიმი, რომელმაც ქალაქი მოიცვა

გამოქვეყნდა:

გასული დღეები და საფეხბურთო ვნებათაღელვა ნამდვილად დარჩება ქართველი გულშემატკივრის მეხსიერებაში წარუშლელ შთაბეჭდილებად. კულმინაცია კი საფეხბურთო ნაკრების თბილისში დაბრუნება აღმოჩნდა. ზეიმი, რომელმაც ქალაქი მოიცვა, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიას არ ახსოვს. ამგვარ ზეიმს ევროპის სხვა ქვეყნებში მხოლოდ თასის აღმართვის შემდეგ მართავენ ხოლმე, არათუ მერვედფინალიდან გამოთიშვის შემდეგ, მაგრამ საფეხბურთო ნაკრების წარმატებულ გამოსვლაში სპორტულის გარდა იმდენად ბევრი გზავნილი იყო, გნებავთ კულტურული, ისტორიული და პოლიტიკურიც კი - რომ საზეიმო 2 ივლისს ნამდვილად გვქონდა.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი