კარიერა, დიპლომატი მეუღლე, ოჯახი და მისია საქართველოში | Post Factum-ი სტუმრად აშშ-ის ელჩთან

გამოქვეყნდა:

"პოსტ ფაქტუმი" სტუმრად ამერიკის ელჩს ეწვია, რომელსაც ახლა ძალიან რთული მისია აქვს საქართველოში. შეინარჩუნოს სტრატეგიული პარტნიორობა ქვეყანასთან და ქართველ ხალხთან, რომლის ხელისუფლება ამერიკის შეერთებულ შტატებს აბსურდულ პროპაგანდისტულ ბრალდებებს უყენებს. 

ინტერვიუ ელჩთან რამდენიმე თვის წინ ჩავწერეთ იმ დათქმით, რომ პოლიტიკაზე არ ვისაუბრებდით, თუმცა ამ ინტერვიუს გაშვება სწორედ არსებული პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე დღევანდელ დღემდე ვერ მოხერხდა. 

ამ ხნის განმავლობაში მთავრობამ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი რადიკალურად შეცვალა. შესაძლოა ეს  რობინ დანიგანის  32 წლიან დიპლომატიურ კარიერაში ყველაზე უცნაური და რთული მოცემულობაც კი იყოს. 

სახელმწიფო დეპარტამენტში გატარებული 3 ათეული წლის გარდა, არანაკლებ შთამბეჭდავია ელჩის  დიპლომების ჩამონათვალი ჯორჯთაუნის უნივერსიტეტიდან, ბერკლის უნივერსიტეტისა და ომის ეროვნული კოლეჯიდან და ეს მაშინ, როცა საშუალო შემოსავლის მქონე ამერიკულ ოჯახში დაბადებული  მომავალი დიპლომატის ნათესავებიდან დედა ერთადერთი იყო, რომელმაც კოლეჯში ისწავლა. 

სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანია ელჩის მეუღლეც,  ორი წარმატებული დიპლომატის კარიერაც და პირადი ცხოვრებაც ერთმანეთს ერთი მთავარი პირობით გადაეჯაჭვა, რომ ერთად იქნებოდნენ იმის მიუხედავად, მსოფლიოს რომელ ნაწილში მოუწევდათ სამსახური.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი