თბილისი-სენაკი-ლესელიძის მაგისტრალზე, ქუთაისის მონაკვეთზე სატვირთო მანქანას ცეცხლი გაუჩნდა.
შემთხვევა გამთენიისას მოხდა. მანქანის მძღოლმა მოახერხა ძარი ჩაეხსნა, შედეგად მხოლოდ მისაბმელი დაიწვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ "მთავარ არხს" განუცხადა, რომ მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
ფოტო: ipn.ge