ვითარება გელათში | ვარაუდობენ, რომ ტაძარში წყალი ისევ ჩავიდა

გამოქვეყნდა:

გელათში, რომელიც წლებია უკვე სავალალო მდგომარეობაშია, ვითარება შესაძლოა კიდევ უფრო დამძიმდა. უნიკალური ძეგლი ყველასთვის დახურულია, შესაბამისად დაზუსტებული ინფორმაციის მიღებაც შეუძლებელია. არსებობს ვარაუდი, რომ ტაძრის იმ ნაწილში სადაც ღვთისმშობლის მოზაიკა მდებარეობს, ისევ წყალი ჩავიდა. ამ ვერსიას სამოქალაქო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლიას" მიერ  მოპოვებული ფოტომასალა ადასტურებს, სადაც ჩანს, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე მიმდინარე სამუშაოებისას მოიხსნა დროებითი გადახურვა, ახალი კონსტრუქციის აღმართვამდე კი ტაძარს წვიმისგან ძველი სახურავი ვერ დაიცავდა.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი