
თბილისის მერის, კახი კალაძის განცხადებით, დედაქალაქის ქუჩებში ყოველდღიური მორეცხვის სამუშაოები დაიწყო. მისი თქმით, მთელი ზაფხულის განმავლობაში სისტემატურად მოირეცხება ცენტრალური და მეორეხარისხოვანი გზები, საერთო ჯამში, 100-მდე ქუჩა.
"სამუშაო პროცესში ჩართული იქნება "თბილსერვის ჯგუფის" 20 ერთეული ტექნიკა. მორეცხვის სამუშაოები ყოველდღიურ რეჟიმში წარიმართება. თავისთავად ამინდზე ვართ დამოკიდებული და შესაბამისად, სამუშაოები ამინდის გათვალისწინებით ჩატარდება", - თქვა კალაძემ.