ხანძარი ტანას ხეობაში - ცეცხლი სოფელ ბოშურთან, მთაში გაჩნდა. "მთავარის" ინფორმაციით, ცეცხლი ხეობაში რამდენიმე საათის წინ გაჩნდა, თუმცა, რთული რელიეფის გამო, ხანძრის კერამდე შესაბამისი ტექნიკის მიყვანა ვერ ხერხდება.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მთაში, კლდოვან ნაწილზე, სადაც ცეცხლი შეინიშნება, მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები მთელი ღამის განმავლობაში დარჩებიან. ცეცხლის ქრობის პროცესი კი, ხილვადობის აღდგენისთანავე გაგრძელდება.