სენაკში, რიონის პირას მდებარე სოფლებს შორის ბორნისა და მისი მისადგომის შეკეთებაში მერიამ 370 000 ლარზე მეტი დახარჯა | მისადგომი ისევ შესაკეთებელია

გამოქვეყნდა:

სენაკში, მდინარე რიონის პირას მდებარე სოფლებს, სირიაჩქონსა და ზემო ჭალადიდს შორის, ბორნისა და მისი მისადგომის შეკეთებაში ადგილობრივმა მერიამ 370 000 ლარზე მეტი დაიხარჯა.

მიუხედავად დახარჯული თანხისა, ბორნით მოსარგებლე მოსახლეობა, რომლებიც სამდინარო ტრანსპორტის რეაბილიტაციას ელოდებოდნენ, იმედგაცრუებულები დარჩნენ. ამბობენ, რომ ბორანს მისადგომი არ აქვს.

ადგილობრივები შიშობენ, რომ ისინი ერთი ნაპირიდან მეორეზე ტვირთის გადატანას და მოსავლის მიღებას ვერ შეძლებენ. მოსახლეობის თქმითვე, უამინდობის დროს მათ ბორნით სარგებლობა საერთოდ არ შეუძლიათ. ადგილობრივები დახმარებას ხელისუფლებას სთხოვენ.

ავტორი: ემა გოგოხია 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი