ავტოსაგზაო შემთხვევა ვარკეთილში | დამტვრეულია რამდენიმე მანქანა
გამოქვეყნდა:
ავტოსაგზაო შემთხვევა ვარკეთილში - მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩერებულ მანქანას მეორე მანქანა შეეჯახა, რამაც ინერციით სხვა შეჯახებაც გამოიწვია. შედეგად, რამდენიმე მსუბუქი ავტომობილი დაიმტვრა. როგორც "მთავარი არხის" ვებგვერდს შსს-ში განუცხადეს, არავინ დაშავებულა.