უკრაინის საელჩოსთან, კიევის ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

გამოქვეყნდა:

უკრაინის საელჩოსთან სოლიდარობის აქცია გაიმართა, რომლის მონაწილეებმა კიევის ბავშვთა საავადმყოფოზე განხორციელებული სარაკეტო იერიშის დროს დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგეს და საელჩოსთან ყვავილები მიიტანეს.

აქციის ორგანიზატორი იყო "სამოქალაქო საზოგადოება მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებისთვის". 

სოლიდარობის აქციაზე შეკრებილები იყვნენ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. მათ მხარდაჭერისთვის საელჩოს წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს. აქციის მონაწილეებმა კიდევ ერთხელ დაგმეს რუსეთის სამხედრო აგრესია უკრაინაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი