ლაგოდეხში ძლიერმა ქარმა რამდენიმე სახლს სახურავი გადახადა | მოგლეჯილია ხეები და ელექტროგადამცემი ბოძები

გამოქვეყნდა:

ძლიერმა ქარმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწიმის მოსახლეობის ნაწილი დააზარალა. 

მოგლეჯილია მრავალწლოვანი ხეები და ელექტროგადამცემი ბოძები. 

სოფელში სულ მცირე 5 საცხოვრებელ სახლს სახურავი აქვს გადახდილი. დაზიანებულია სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. სოფელში სამაშველო სამსახურის თანამშრომლები გზის გაწმენდით სამუშაოს ასრულებენ. 

ადგილობრივი ხელისუფლების თქმით, ზარალის დათვლა დილიდან დაიწყება.

ავტორი: ია გულიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი