დაღუპული არასრულწლოვანი ბსუ-ს სტუდენტური საცხოვრებლის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე მუშაობდა | ახალი დეტალები

გამოქვეყნდა:

ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე, სადაც დღეს მშენებლობიდან არასრულწლოვანი ჩამოვარდა შრომის ინსპექციის წარმომადგენლები მუშაობენ. 

17 წლის ბიჭი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური საცხოვრებლის სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე იყო დასაქმებული. სამუშაოებს კომპანია "ალიგატორი 1" აწარმოებდა. "მთავარის" ინფორმაციით, დაღუპული კომპანიის წარმომადგენლის ნათესავია. 

ადგილობრივები ამბობენ, რომ სავარაუდოდ მოზარდს ფეხი დაუცურდა და სახურავიდან ჩამოვარდა. ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას ის გარდაცვლილი დახვდათ. 

იყო თუ არა უსაფრთხოების ნორმები დაცული, გამოძიებამ უნდა დაადგინოს. "მთავარი არხი" კომპანიასთან დაკავშირებას დილიდან ცდილობს, თუმცა მათ სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს. 

ავტორი: თეა ვაშალომიძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი