"ევოლუშენ ჯორჯიას" დასაქმებულთა ნაწილი გაიფიცა

გამოქვეყნდა:

ონლაინ კაზინო "ევოლუშენ ჯორჯიას" თანამშრომლების ნაწილი გაიფიცა. არსებული ინფორმაციით, ამ დროისთვის გაფიცვაში გაფიცულია 4621 თანამშრომელი მონაწილეობს. 

"გაფიცვა შედგა, მაგიდების ძალიან დიდი ნაწილი გაჩერებულია. მაგიდებზე დღეს მუშაობს ტოპ მენეჯმენტი, უბრალოდ ფორმები გადააცვეს და სხედან და მუშაობენ, მე არ ვიცი რამდენი ხანს გაძლებენ, სავარაუდოდ დიდხანს ვერ გაძლებენ. დასაქმებულების მოთხოვნაა ხელფასების გაზრდა, შრომითი პირობების გაუმჯობესება, ამ ბულინგში, სექსისტური განცხადებებში, რასიზმში, დისკრედიტაციაში მხილებული მენეჯმენტის, ასეთი რამდენიმე ადამიანია, უპირობოდ სამსახურიდან გათავისუფლება, წინააღმდეგ შემთხვევაში გამორიცხულია რაიმე სახის ფორმით მოხდეს შეთანხმება", - თქვა პროფკავშირის წარმომადგენელმა. 

კომპანიასა და დასაქმებულებს შორის მედიაცია უშედეგოდ დასრულდა. ცოტა ხნის წინ განცხადება გაავრცელა "ევოლუშენ ჯორჯიამაც".

კომპანია ამბობს, რომ მათი სტუდია აგრძელებს ოპერირებას და მიყვებიან სამართლებრივად დადგენილ პროცესს:

"ევოლუშენ საქართველო მონაწილეობდა მედიაციის პროცესში, სადაც, კონსტრუქციულ დიალოგში ვიყავით შესაბამის მხარეებთან. სამწუხაროდ, მედიაციის პროცესის განმავლობაში ვერ შევთანხმდით, რაც დასრულდა იმით, რომ თანამშრომლების გარკვეულმა ნაწილმა გადაწყვიტა მიემართა გაფიცვის გზისთვის, ხოლო თანამშრომელთა აბსოლუტური უმეტესობა აგრძელებს მუშაობას.

ევოლუშენ საქართველოს სტუდია აგრძელებს ოპერირებას და ამასთან, მივყვებით სამართლებრივად დადგენილ პროცესს და ვიმოქმედებთ საქართველოს კანონმდებლობისა და სხვა შესაბამისი რეგულაციების მოთხოვნების შესაბამისად".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი