რიკოთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული მესამე ახალგაზრდაც დაიღუპა.
29 ივნისს. მსუბუქი ავტომობილის და ტრაილერი შეჯახების შედეგად ერთი ადამიანი მალევე დაიღუპა, ორი დაშავებული კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთ-ერთი დაშავებული 1-ელ ივლისს კლინიკაში გარდაიცვალა. ლევან ყიფიანი კი დღეს დაიღუპა.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება დაიწყო.