იმერული სტუმარ-მასპინძლობა ბიუჯეტის ხარჯზე | 7 მუნიციპალიტეტის სარესტორნო ხარჯები 60 ათას ლარს აღემატება

გამოქვეყნდა:

იმერული სტუმარ-მასპინძლობა ბიუჯეტის ხარჯზე. იმერეთის რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მიერ მიმდინარე წელს სარესტორნო მომსახურებებით "მთავარი არხი" დაინტერესდა. ირკვევა, რომ მაღალი თანამდებობის პირებს სუფრაზე განსაკუთრებით შემწვარი წიწილა, მოხარშული დედალი, მწყერი კეცზე, ბჟიტი ტყემალში და იმერული ხაჭაპური ხიბლავთ. რეგიონის 12 მუნიციპალიტეტიდან, საჯარო ინფორმაცია ნაწილმა დამალა და კანონის დარღვევით არ მოგვაწოდა, მეორე ნაწილი კი იძულებული გახდა, გაესაჯაროვებინა.

  • თერჯოლა - 28 992 ლარი;
  • სამტრედია - 11 400;
  • ხონი - 8 727 ლარი;
  • ტყიბული - 7 727 ლარი;
  • საჩხერე - 6 275 ლარი;
  • ვანი - 2 500 ლარი;
  • წყალტუბო - 1 124 ლარი.
მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი