უნიკალური წიგნების მოპარვის საქმე | "შაბათის მთავარს" ესტონეთის ციხიდან ტრანსნაციონალური საქმის ერთ-ერთი მთავარი, ქართველი ფიგურანტი დაუკავშირდა

გამოქვეყნდა:

უნიკალური წიგნების მოპარვის საქმე "შაბათის მთავარში". ტრანსნაციონალური საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი, რომელსაც ევროპული ბიბლიოთეკებიდან წიგნების მოპარვას ედავებიან, "შაბათის მთავარს" თვითონ დაუკავშირდა და ვრცელი ინტერვიუ მისცა. ბექა ცირეკიძე ახლა ესტონეთის ციხეში იხდის სასჯელს. მისი შვილი კი ქართული ციხის პატიმარია.

საერთაშორისო გამოძიება ამტკიცებს, რომ ორგანიზებულ ჯგუფს ესტონეთის, ლიეტუვას, საფრანგეთისა და გერმანიის ბიბლიოთეკიდან, ძვირადღირებული რამდენიმე მილიონის ღირებულების უნიკალური ეგზემპლარები კარგად დამუშავებული და აწყობილი სქემით გაჰქონდათ.

რა ვერსიას ყვება ესტონეთის ციხიდან საქმის მთავარი ფიგურანტი და ვის ინტერესს ხედავს საქმეში. რა სქემა გაშიფრა ვვროპოლმა იგივე ევროპის პოლიციის სამსახურმა და როგორ დაუკავშირდა ტრანსნაციონალური საქმე ბექა ცირეკიძეს და მის ოჯახს. უნიკალური საგანძურის მოპარვის ისტორია - ყველა მხარე და ყველა დეტალი - ნინი ჟიჟიაშვილმა იმუშავა თემაზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი