ძალადობა არჩევნებზე დახმარებაში უარის სანაცვლოდ | რა მოხდა გლდანის ციხეში - პატიმრების, მირზა გიგლემიანისა და ზურაბ გუჯეჯიანის ისტორია

გამოქვეყნდა:

სისტემა, რომელიც პატიმრებს პოლიტიკურ მორჩილებას აიძულებს. უარის თქმა კი მათ ძვირი უჯდებათ. დღეს ორი პატირმის, მირზა გიგლემიანისა და ზურაბ გუგეჯიანის ისტორიას მოგიყვებით. როგორც ადვოკატები ყვებიან, მათგან სისტემა არჩვენებზე დახმარებასა და ხმების მობილიზებას ითხოვდა, რა თქმა უნდა "ქართული ოცნების" სასარგებლოდ. თუმცა როდესაც გიგლემიანისგან უარი მიიღეს სადამსჯელო პროცედურები სრულად ამოქმედდა. როგორ მოუწყვეს პროვოკაცია პიტიმრებს, რა დროიდან ფიგურირებს საქმეში გუჯეჯეიანის გვარი და როგორ დააბრალეს ექიმის ცემა. ახლა ორივე პატიმარი რეალური საფრთხის წინაშე დგას, რომ მათ მიმართ საპატიმრო ვადა გახანგრძლივდეს. 

"მთავარის" მიერ მოპოვებული მასალის მიხედვით, შემთხვევამდე ციხის საბადრაგო სამსახურმა გუჯეჯიანი სხვა პატიმრებთან ერთად სამედიცინო პუნქტში მიიყვანა. ექიმის ოთახში შესვლიდან რამდენიმე წამში კი, კადრში ჩანს, რომ გუჯეჯიანი ოთახიდან ძალის გამოყენებით გამოათრიეს, ძირს დააგდეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. დაზიანენები იმდენად მძიმე აღმოჩნდა, რომ მსჯავრდებულმა დამოუკიდებლად გავლა ვეღარ შეძლო, ის მრავლობით მოტეხილობებითა და დაზიანებებით კლინიკა "ვივამედში" გადაიყავნეს. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გენერალურმა ინსპექციამ კი გამოძიება პატიმრის წინააღმდეგ დაიწყო. 

ზურაბ გუჯეჯიანთან ერთად ციხის ექიმის ფიზიკურ შეურაცხყოფას ედავებიან კიდევ ერთ პატიმარს. შემთხვევის დროს მირზა გიგლემიანიც სამედიცინო პუნტქში იმყოფებოდა. ადვოკატებისთვის ამ საქმეში საეჭვოა ბევრი გარემოებაა. იურისტები არ გამორიცხავენ, რომ ადმინისტრაციამ გიგლემიანს და გუჯეჯიანს პროვოკაცია მოუწყო. 

გლდანის მერვე დაწესებულების დერეფანში გადაღებული კადრები უფლებადამცველებისთვის ახლა იმის მტკიცებულებაა, თუ როგორ ექცევა სისტემა ისეთ პატიმრებს, რომლებსაც ვერ იმორჩილებენ და რომლებიც მათი დავალებების უპირობო შემსრულებლები არ არიან. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი