სემინარი ქართველი მოსწავლეებისა და პედაგოგებისთვის - შეკვეთილში მიმდინარე ტრენინგებთან დაკავშირებით, ინფორმაციის მედიაში გასაჯაროების შემდეგ, "რუსული კლუბი" განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
რუსული კლუბი“: “ასეთი პროექტით შეიძლება ვიამაყოთ!“
შეკვეთილში ტარდება IV კულტურულ-საგანმანთლებლო ტრენინგი საქართველოს რუსული ენის მსწავლებლებისთვის. ინიციატორი და ორგანიზატორი პროეტის არის „რუსული კლუბი“. ტრენინგში მონაწილეობას იღებს საქრთველოს საჯარო სკოლის 50 მოქმედი რუსულის ენის პედაგოგი. (თბილისიდან და რეგიონებიდან, მათ შორის შორეული რეგიონებიდან), ლექტორების რანგში მოწვეული არიან რუსული,როგორც უცხო ენის, მასთან ერთად რუსული ენის ისტორიის და ლიტერატურის გამოჩენილი სპეციალისტები.
საერთო რაოდენობა ლექციებისა არის 8 - 2 ასტრონომიული საათი თითო ლექცია. პროგრამაში შესულია კინო-ჩვენებები და ექსკურსიები. ტრენინგის ყველე მონაწილემ მიიღო „რუსული კლუბის“-გან საჩუქრად ჟურნალები,მხატვრული და მეთოდური ლიტერატურა, მათშორის გამომცემლობა „საბავშვო წიგნი“-ს კრებულები, რომლებსაც ახლავს ლექსიკონები, სავარჯიშოები, კროსვორდები, გასაფერადებლები, და რომლებიც ადაპტირებულები არიან სპეციალურად ქართველი მოზარდი მკითხველებისათვის.
ტრენინგის ჩატარების ადგილად ტრადიციულად შერჩეულია Resort Mirage (სასტუმრო მირაჟი).
ყველა პედაგოგის ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მათ ამ ტრენინგში მონაწილეობა აღიქვეს როგორც საჩუქარი: გამოჩენილი სპეციალისტების მიერ ჩატარებული ბრწყინვალე ტრენინგები, საუკეთესო სასტუმროში ცხოვრება, კვება, საკურორტო-საზღვაო ადგილას ყოფნა, რომელიც თავისი სამკურნალო თვისებებით არის ცნობილი.ხვალ ჩატარდება ბოლო ლექციები და პროექტიც დასრულდება.
არ დავმალავთ, რომ ჩვენ ველოდით ყურადღებას პროექტის მიმართ. მაგრამ არა ასეთს ... რომ ავირიდოთ ცრუ მითქმამოთქმა, რომელიც დაიწყო საინფორმაციო საშუალებებში, მასმედიაში, ვთვლით, რომ ზოგიერთი რამ აუცილებლად განვმარტოთ. ჩვენ ძალიან მოხარული ვართ რომ მასმედია მხარს უჭერს უცხოური ფინანსირების გამჭირვალობის შესახებ კანონს და ასე ერთგულად მას ასრულებს. კანონის მიმართ ასეთი პატივისცემა მხოლოდ მისასალმებელია. თუმცაღა ჟურნალისტები ამ შემთხვევაში იმედგაცრუებული დარჩნენ. კატეგორიულად და მთელი პასუხისმგებლობით „რუსული კლუბი“ აცხადებს, რომ ტრენინგის პროექტი არ არის დაფინანსებული არცერთი (ხაზს ვუსვამთ არცერთი) უცხოური ქვეყნის მიერ. პროექტი მთლიანად და სრულიად მხარდაჭერილია ქართველი ბიზნესმენების მიერ, რისთვისაც ჩვენ ვსარგებლობთ შემთხვევით და მათ ვუხდით გულწრფელ მადლობას.
რაც შეეხება შეკვეთილში რუსეთის ფედერაციის სექციის უფროსის გამოჩენას ეს ფაქტი აიხსნება ძალიან მარტივად. ამა წლის აპრილ-მაისში „რუსულმა კლუბმა“ გამოაცხადა საბავშვო ნახატის კონკურსი პუშკინის 225 წლისადმი მიძღვნილ იუბილესთან დაკავშირებით. კონკურსმა გამოიწვია დიდი ინტერესი. 5 დან 17 წლის ასაკის 269 ბავშვმა ქვეყნის 18 მუნიციპალიტეტიდან წარმოადგინა 313 ნაშრომი. რუსეთის ფედერაციის სექციამ საქართველოში მოგვმართა ჩვენ ინიციატივით, რომ გადავცეთ კონკურსის გამარჯვებულებს და ლაურეატებს საჩუქრები.
რა თქმა უნდა ჩვენ დავთანხმდით. დასაჩუქრების პირველი ეტაპი ჩატარდა თბილისში-საჩუქრები გადაეცათ ბავშვებს, რომლებიც ცხოვრობენ დედაქალაქში და მის შემოგარენში. 11 ივლის სექციის უფროსი ჩამოვიდა შეკვეთილში, რომ დაესაჩუქრებინა დასავლეთ საქართველოში მცხოვრები ბავშვები, რომლებისთვისაც შეკვეთილში ჩამოსვლა უფრო მარტივი იყო ვიდრე თბილისში. ვთქვათ გულახდილად ჩვენ ძალიან ნაწყენი ვართ ჟურნალისტების ქმედებებით, რა დავარქვათ იმ სტატიებს, რომლებიც უკვე გამოჩნდნენ პრესაში და სიუჟეტებს, რომლებიც გავიდა ტელევიზიაში? სამწუხარო შეცდომა? არაპროფესიონალიზმი? თუ ცილისწამება?
ჩვენ მზად ვართ დავთანხმდეთ, რომ ეს არის შეცდომა და მივიღოთ ბოდიში იმ ჟურნალსტებისგან, რომლებმაც არ გამოიჩინეს მეტი ყურადღება და პატივისცემა იმ ორგანიზაციის მიმართ, რომელიც 21 წელია შრომობს საქართველოსკეთილდღეობისთვის და ამ ხნის მანძილზე არ შეუბღალავს თავისი კეთილი სახელი. შეკვეთილის პროექტზე კი შეგვიძლია პირდაპირ ვთქვათ: ასეთი პროექტით შეიძლება ვიამაყოთ!, -წერია განცხადებაში.