შიდა ქართლში, მდინარე მტკვარში ადამიანს ეძებენ. წყლის დინებამ 30 წლამდე კაცი რამდენიმე საათის წინ, სოფელ ქვახვრელთან გაიტაცა.
ადგილობრივების თქმით, ფაქტის თვითმხილველი გაუჩინარებული მამაკაცის ძმაა, ისინი მდინარეზე გაგრილების მიზნით იმყოფებოდნენ.
ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური და პოლიცია.
როგორც "მთავარ არხს" შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მიმდინარეობს ძებნა-შველის ოპერაცია.