მძიმე ეკონომიკური მდგომაროება საქართველოში და გაზრდილი სიღარიბის მაჩვენებელი. მიუხედავად მთავრობის მტკიცებისა, რომ ქვეყანაში მზარდი ეკონომიკური მაჩვენებლებია, ირკვევა, რომ საქართველოში თითქმის ყოველი მე-5 ადამიანი ღარიბია. სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გამოქქვეყნებული მიმდინარე წლის ივნისის მონაცემებით, საარსებო შემწეობას 600 ათასზე მეტი ადამიანი იღებს, რაც მოსახლეობის 18 პროცენტს შეადგენს
უფრო კონკრეტულად, საარსებო შემწობის მიმღები, სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე პირთა რაოდენობა 672 909-ს შეადგენს, აქედან 450 032 ადამიანი მხოლოდ საარსებო შემწეობის მიმღებია, ხოლო 222 877 დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ პირია, რომელთაც 4 წლის განმავლობაში სოციალურად დაუცველის სტატუსი გარანტირებულად შეუნარჩუნდებათ.
ამავე უწყების მონაცემებით, 2024 წლის იანვარში მინიმალური საარსებო შემწობის მიმღები მოსახლეობის რაოდენობა 647 479-ს შეადგენდა, რაც იმას ნიშნავს, რომ შემწეობის მიმღებთა რაოდენობა წლის დასაწყისიდან დღემდე 25.4 ათასით არის გაზრდილი.