1 წლის "მთავარ არხს" გამოკითხულთა 16% ენდობა, საზ.მაუს - 1% - IRI-ის კვლევა

გამოქვეყნდა:

რომელ საინფორმაციო საშუალებას ენდობით ყველაზე მეტად? - IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 40 % ტელეკომპანია იმედს ასახელებს პირველ არცევანად, ხოლო მეორე არჩევანი გამოკითხულთა 50%-სთვისაა.

მას მოსდევს, გაცილებით მცირე ბიუჯეტიანი და მხოლოდ 1 წლის წინ დაფუძნებული "მთავარი არხი" - 16%-ით, რომელიც მეორე არჩავნი გამოკითხულთა 24%-სთვისაა. 

  • რუსთავი 2-ს რომელსაც 25 წლიანი ისტორია აქვს - გამოკითხულთა 11% ენდობა. 
  • TV პირველს  - 5 %
  • პალიტრანიუსს, აჭარის ტელევიზიას, საზოგადოებრივ მაუწყებელს , ფორმულას, ობიექტივს, სპატრიარქოს ერთსულოვნებასა და პოს TV-ის კი მხოლოდ გამოკითხულთა 1 % ენდობა. 

შეგახსენებთ, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევა, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, 4-21 აგვისტოს ჩატარდა და 18+ ასაკის 1500 ადამიანი გამოიკითხა. 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი