
საქართველოში ამერიკის საელჩოს გახსნის დღიდან ქართველ ახალგაზრდებს და არა მხოლოდ მათ, საშუალება აქვთ ისარგებლონ სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამებით, სრულიად უსასყიდლოდ. საუბარია ჯამში დაახლოებით 7000 კურსდამთავრებულზე, რომელიც სხვადასხვა პროგრამის მონაწილე იყო.
ამ პროგრამებში ხვდებიან სრულიად განსხვავებული წარსულის, გამოცდილებისა და განათლების ადამიანები, რომლებიც თავის სფეროში უნიკალურ ცოდნას ეუფლებიან და მთელი მსოფლიოს მასშტაბით აბამენ საქმიან კავშირებს თანამოაზრეებთან და თავის დარგის მოწინავე პროფესიონალებთან.
ხანდახან ისეც ხდება, რომ ამგვარი პროგრამის წყალობით ადამიანი სრულიად განსხვავებულ პროფესიას ეუფლება და ახალი კარიერული ცხოვრების დასაწყებად საჭირო ცოდნასთან ერთად საკუთარი ძალების რწმენასაც იძენს.
ავტორი: გვანცა სუთიძე