"დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი" წარადგენს ანგარიშის - "საპროტესტო აქციები დაკვირვების ქვეშ", რომელშიც საუბარია ნოემბერი-მაისის თვეებში გამართულ დემონსტრაციებზე. ანგარიშში საუბარია სამართალდამცავი უწყებების მხრიდან მშვიდობიანი აქციების დაშლაზე, ძალის გადამეტებაზე, მოქალაქეების ცემაზე და დაშინების კამპანიაზე.
როგორც "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის" დამფუძნებელი, უჩა ნანუაშვილი ამბობს, უმეტეს შემთხვევაში აქციების დაშლის საფუძველი არ არსებობდა.
მისი თქმით, აპრილი-მაისის პერიოდში 200-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, მსგავსი პრეცედენტი ქვეყანაში ბოლო წლებში არ ყოფილა.
"გამოიკვეთა სისტემური დარღვევები. მთლიანობაში აქციების უმეტესობა იყო მშვიდობიანი, ანუ არანაირი საფუძველი არ არსებობდა, რომ მომხდარიყო მიმდინარეობაში ჩარევა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან. ანუ არანაირი საფუძველი, არანაირი აქციის დროს, აქციის დაშლის არ არსებობდა, თუმცა მოუხედავად ამისა ვნახეთ, რომ არაერთი აქცია იქნა დაშლილი და დარბეული სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან. ასევე იყო ძალის გამოყენების არაკანონიერი შემთხვევები და რიგ შემთხვევებში გადამეტებულიც იყო ეს ძალა. ასევე ძალადობა იყო გამოყენებული მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ, არაერთი დაკავებული იქნა ნაცემი სამართალდამცავი ორგანოების მიმართ. ათასობით ადამიანის წინააღმდეგ იყო გამოყენებული ძალა. დაკავებული იყო 200-ზე მეტი ადამიანი აპრილი-მაისის მოვლენების დროს. ასეთი პრეცედენტი არ ყოფილა საქართველოს ბოლო პერიოდის ისტორიაში. პოლიცია, სამწუხაროდ, არ რეაგირებდა დარღვევებთან დაკავშირებულ განცხადებებზე... არცერთ კონკრეტულ განცხადებაზე, რომელიც ეხებოდა აქციების მიმდინარეობს დღეს, თუ შემდეგ დროს, ანგარიშსწორებას სამოქალაქო აქტივისტების, ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ დღემდე არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია. ხელისუფლებამ აქციის მონაწილეებზე სტრატეგიად აირჩია ანგარიშსწორება, ძალადობა და სამწუხაროდ ეს ტრენდი სამწუხაროდ შეიძლება ითქვას, რომ არის საკმაოდ სისტემური პრობლემა ბოლო პერიოდში" - ამბობს უჩა ნანუაშვილი.
ორგანიზაციის დირექტორი, თამარ ხიდაშელი ამბობს, რომ რიგი პოლიტიკოსების წინააღმდეგ გამოყენებული ძალა ცალსახად მიუთითებს, რომ ეს იყო ანგარიშსწორება მათ წინააღმდეგ.