ქუთაისის N2 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრებმა შიმშილობა დაიწყეს

გამოქვეყნდა:

ქუთაისის ნომერ მეორე პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრებმა პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყეს. ისინი ითხოვენ ამნისტია უფრო მეტ მუხლზე გავრცელდეს. 

ახლობლების ინფორმაციით, პატიმრები მეოთხე დღეა შიმშილობენ და ითხოვენ ჟურნალისტებთან შეხვედრას.

"მიმართეს უკიდურეს ფორმას, შიმშილობას, მეოთხე დღეა რაც შიმშილობენ. პატიმრები ითხოვდნენ ჟურნალისტებთან გასაუბრებას, როდესაც ოჯახის წევრებმა მივაწოდეთ ჟურნალისტის ნომერი, მარტო ჩემ ძმას არა, ყველა პატიმარს დაუბლოკეს ეს ნომერი. არ აძლევენ ტელევიზორის ყურების საშუალებას", - ყვება თამარ სოფრომაძე

"მთავარი" დაუკავშირდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პრესსამსახურის, სადაც გვითხრეს, რომ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვთ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი