მინდა ხალხს გავაცნო, რომ საქართველოს კეთილდღეობისთვის აუცილებელია ევროპული გზა | 83 წლის ბათუმელი მოქალაქე არჩევნებამდე რეგიონებში ჩასვლას გეგმავს

გამოქვეყნდა:

83 წლის ბათუმელი მოქალაქე არჩევნებამდე საქართველოს ყველა რეგიონში ჩასვლას აპირებს, რათა მოქალაქეებს გააცნოს მისი შეხედულება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის ევროპული გზა. მას იმედი აქვს, რომ ქართველი ხალხი "გონს მოეგება" და გადაწყვეტილებას ქვეყნისთვის უკეთესი მომავლის სასარგებლოდ მიიღებს. 

"გადავწყვიტე არჩევნებამდე საქართველოს ყველა რაიონი შემოვიარო, ჩემი ხარჯით. მინდა იმათ გავაცნო, რომ საქართველოს კეთილდღეობისთვის აუცილებელია წინსვლა და ევროპული გზა. ამ მთავრობის ხელში სასიკეთო არაფერი კეთდება, ჩვენ ევროპამ და ამერიკამ არ წაგვართვა აფხაზეთი და ოსეთი, წაგვართვა რუსეთმა", - ამბობს ბორის სამსონაძე.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი