ჭავჭავაძეზე ავტობუსი ქვეითს დაეჯახა

გამოქვეყნდა:

ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში - ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე ავტობუსი ქვეითს დაეჯახა.

თვითმხილველების თქმით, ჭავჭავაძის გამზირზე კაცი ძაღლთან ერთად გზაზე გადარბოდა, რა დროსაც, მას ავტობუსი დაეჯახა. ის სასწრაფო დახმარებამ კლინიკაში გადაიყვანა.

კადრებში ჩანს, რომ ჩამსხვრეულია ავტობუსის საქარე მინაც. 

შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა საპატრულო პოლიცია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი