გაფართოვდეს ამნისტია | ქუთაისის N2 პენიტენციურ დაწესებულებასთან ერთად პატიმრებმა შიმშილობა რუსთავის N5 ციხეშიც დაიწყეს

გამოქვეყნდა:

ქუთაისის ნომერ მეორე პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრებმა პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყეს. ბრალდებულებმა და მსჯავრდებულებმა, პროტესტის უკიდურეს ფორმას ამნისტიის უფრო მეტ მუხლზე გავრცელების მიზნით  მიმართეს. ახლობლების ინფორმაციით, პატიმრები მეოთხე დღეა, შიმშილობენ. 

"მთავართან" კონტაქტზე გამოვიდა რუსთავის ნომერ მეხუთე დაწესებულებაში მყოფი პატიმარი ქალი, რომელიც ამბობს, რომ ამ პენიტენციურ დაწესებულებაში 50 პატიმარი შიმშილობს. 

ადვოკატი ნათია ჩხეტიანი ამბობს, რომ ქუთაისის ნომერ მეორე დაწესებულებაში მისი ინფორმაციით, 20 ადამიანი შიმშილობს.

"როგორც შევისწავლეთ, ეხება მსუბუქ მუხლებს, პირველ ნაწილებს, ნასამართლეობის არ მქონე პირებს და ასეთ პირებს, როგორც წესი, არც პროკურატურა, არც სასამართლო ციხეში არ უშვებს", - ამბობს ის.

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი