
უბედური შემთხვევა ბათუმში - კორპუსის მე-6 სართულიდან 2 წლამდე ბავშვი გადმოვარდა და დაიღუპა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში "მთავარი არხის" ვებგვერდს განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.