ურეკში, კატერზე მომხდარი ინციდენტის შედეგად, დედა- შვილი დაშავდა

გამოქვეყნდა:

ურეკში, პლაჟზე მომხდარი ინციდენტისას დედა- შვილი დაშავდა.  "მთავარი არხის" ადგილობრივი ბიუროს კორესპონდენტის ინფორმაციით, დამსვენებლები კატერმა ჩაითრია. 

ორივე დაშავებული სასწრაფო დახმარებამ კლინიკაში გადაიყვანა, სადაც მათ სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს და მალევე გაწერეს.

ადგილობრივები კი ამბობენ, რომ სკუტერები და კატერები, რომლებითაც დამსვენებლებს ემსახურებიან, ამორტიზებულია და მათივე თქმით, მომხდარიც ამის დადასტურებაა.

მათივე თქმით, ტექნიკას ტურისტებზე შესაბამისი ლიცენზიისა და ცოდნის არმქონე ხალხი აქირავებს და არ მოქმედებს არანაირი რეგულაცია.

ავტორი: ვლადიმერ მენაბდე
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი