აფეთქება უფლისციხეში - არიან დაშავებულები

გამოქვეყნდა:

აფეთქება სოფელ უფლისციხეში - თვითმხილველების ინფორმაციით, ერთ-ერთ ოჯახში ჰაერის კომპრესორი აფეთქდა.

მათივე ცნობით, სამი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი. ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

რა გახდა აფეთქების მიზეზი, უცნობია. შემთხვევის ადგილას სამართალდამცველებმა მუშაობა უკვე დაიწყეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი