ქუთაისში, თბილისის ქუჩაზე ტროტუარი ჩაინგრა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
აღნიშნული ქუჩის რეაბილიტაცია 2019 წელს დასრულდა.
რეაბილიტაციის ფარგლებში სრულად გამოიცვალა სანიაღვრე ქსელი, მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, დამონტაჟდა ახალი სანათები და ყველა საკომუნიკაციო ქსელი მიწის ქვეშ განთავსდა.
პროექტი 1 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების იყო და სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ “საქმილ სადენ მშენმა” განახორციელა.
ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.