დაუცველი შრომითი უფლებები | რა ხდება "ევოლუშენ ჯორჯიაში?"

გამოქვეყნდა:

დაახლოებით 2 კვირაა კომპანია "ევოლუშენ ჯორჯიას" 4600 თანამშრომელი გაფიცულია. მიზეზი უკიდურესად მძიმე და დამამცირებელი სამუშაო პირობები და მიზერული ანაზღაურებაა. ასეთი მსხვილი მასშტაბის გაფიცვა მხოლოდ მაღაროელების, მეშახტეების, ან რომელიმე დიდი ქარხნის მუშების პროტესტს თუ შეედრება. ამ შემთხვევაში კი საუბარია ონლაინ კაზინოს მომსახურებაზე, რისთვისაც ათასობით ახალგაზრდა ფიზიკურად შრომობს.

გაფიცული ადამიანები ინტერვიუებში ყვებიან რა ანომალიების აღმოფხვრასაც ითხოვენ და ეს წესით არ უნდა გამორჩენოდა შრომის ინსპექციას -  სახელმწიფო უწყებას, რომელიც სწორედ დასაქმებულების უფლებების და მათი ჯანმრთელობის დასაცავად შეიქმნა, თუმცა როგორც ბევრი სხვა უწყება და ინსტიტუტი ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში, ეს ინსპექციაც მხოლოდ ბიუროკრატიული ბუტაფორია აღმოჩნდა, რომელიც ხელფასებს ირიგებს, და რეალურ პრობლემებს არ ხედავს.

ავტორი: ბექა ყორშია

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი