ცოდნის კაფე წნორში | გვანცა სუთიძის რუბრიკა

გამოქვეყნდა:

წნორში 2016 წლიდან ფუნქციონირებს ცოდნის კაფე - საგანმანათლებლო სივრცე, სადაც ნებისმიერი ასაკისა თუ პროფესიის ადამიანს აქვს შანსი,  აიმაღლოს ცოდნა, შეიძინოს ახალი უნარები, გაუცვალოს საკუთარი გამოცდილება სხვებს და სხვებისგან შთაგონებულმა დაიპყროს ახალი სიმაღლეები. 

ცოდნის კაფემ ცოტა ხნის წინ საკუთარი შენობაც კი ააშენა, ფინანსების 80% კი თავად იმ მოქალაქეებმა შეაგროვეს, რომლებიც რეგულარულად სტუმრობენ მას. 

ცოდნის კაფის დამფუძნებლის შთაგონება  ამერიკაში მიღებული გამოცდილება გახდა. თუმცა სათემო მუშაობა და თვითორგანიზება არც ქართველებისთვისაა უცხო და ამისი უნიკალური ისტორიული მაგალითი სოფელ მაჩხაანის თეატრია, რომლის ასაშენებლად ადგილობრივები 9 წლის განმავლობაში აგროვებდნენ ფულს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი