ვარკეთილში ხანძარი იყო | არსებული ინფორმაციით, ცეცხლი პიროტექნიკით სავსე ავტოფარეხს გაუჩნდა

გამოქვეყნდა:

ძლიერი ხანძარი იყო ვარკეთილში. ადგილობრივების ინფორმაციით, ცეცხლი კერძო საკუთრებაში არსებულ პიროტექნიკით სავსე ავტოფარეხს გაუჩნდა, რამაც აფეთქება და ძლიერი დაკვამლიანება გამოიწვია.

ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მობილიზებული იყვნენ სახანძრო და სამაშველო ეკიპაჟები. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერ-ჯერობით არ ვრცელდება. "მთავარი" დამატებით დეტალებს არკვევს.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი