ბობოყვათში ორი მიკროავტობუსი ერთმანეთს შეეჯახა | არიან დაშავებულები

გამოქვეყნდა:

ბობოყვათში ორი მიკროავტობუსის შეჯახების შედეგად ცხრა ადამიანი დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა კლინიკაში გადაიყვანეს. ინფორმაციას გამოცემა "აჭარა თაიმსი" ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი